
ტერიტორიის საერთო ფართობი – 22 300 კვ.მ
თბილისთან ახლოს, საგურამოს მიმდებარე ტერიტორია.
* ეკოლოგიურად სუფთა გარემო
* მრავალფეროვანი პეიზაჟი პანორამული ხედებით
* 1 კვ.მ მიწის ღირებულება – 12,5 აშშ დოლარი
* 22 300 კვ.მ–ს (მთელი ტერიტორია) ღირებულება – 278.750 აშშ დოლარი
ლოკაციის რუკა

შანკევანი ემიჯნება სოფელ საგურამოს, რომელიც XIX საუკუნიდან დღემდე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სააგარაკე ადგილია საქართველოში. საგურამოსთან სიახლოვე, და რაც მთავარი, თავად შანკევანის ლანდშაფტი და სუფთა ეკოლოგია ამ ტერიტორიებზე სააგარაკე დასახლების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს იძლევა. ამას ადასტურებს შანკევანის და საგურამოს მიმდებარე მიწებზე დაწყებული ინტენსიური სააგარაკე მშენებლობები და ამ მიმართულებით ადგილობრივი ინვესტორების და მსხვილი უცხოური საინვესტიციო ჯგუფების სერიოზული ინტერესები. მაგალითად, შანკევანში ჩვენს მიერ გასაყიდად გამოტანილ ნაკვეთს ესაზღვრება ლიტვური კომპანიის სააგარაკე დასახლების პროექტი (300 000 კვ.მ)
არანაკლებ საგულისხმოა ის ფაქტიც რომ 1 კვ.მ მიწის ფასი იგივე საგურამოში დღეს უკვე 30-დან 100 აშშ დოლარამდე მერყეობს, მაშინ როდესაც ჩვენთან მხოლოდ 1 კვ.მ მიწის ღირებულება 12,5 აშშ დოლარით არის განსაზღვრული.

ინფრასტრუქტურა
საყოფაცხოვრებო კომუნიკაციები ტერიტორიაზე ფაქტობრივად გამართულია:
* ელექტროენერგიის სისტემის ბოლომდე გასამართად მხოლოდ ტრანსფორმატორის დამონტაჟებაა საჭირო
* ცენტრალური გაზგამყვანი ჩვენი ნაკვეთის გვერდით გადის რაც აიოლებს გაზიფიცირების საკითხს
* წყლით მომარაგების პრობლემა სასურველია გადაწყდეს ჭაბურღილის მონტაჟის გზით.
ინვესტირების პირობები
საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ შემდეგი სახის ინვესტირებას:
მთლიანი ტერიტორია:

საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად შეადგენდა 22 300 კვ.მ–ს, აქედან უკვე გაყიდულია 3 X 2 000 კვ.მ (6 000 კვ.მ). ინვესტორს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს დარჩენილი ფართობი, რომელიც შეადგენს 16 300 კვ.მ–ს ან უფრო მცირე ზომის ნაკვეთი, მინიმუმ 1 000 კვ.მ

2 000 კვ.მ–ზე ნაკლები ფართის შეძენის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი – ტერიტორიის მცირე ფართობებად დაყოფის დროს ნაკვეთს ექნება მართკუთხედის ფორმა, სტანდარტულ ფორმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭირო ხდება მის შუაში სავალი გზის გაყვანა. ასეთ შემთხვევაში ინვესტორს მოუწევს მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავე გზის ნახევრის შეძენაც, რაც შეადგენს ნაკვეთის საერთო ფართობის დაახლოებით 7-8%. აღნიშნული გზა მოგვიანებით უნდა გადავიდეს საერთო სარგებლობაში.
ილუსტრაცია #1

ილუსტრაცია #2

ილუსტრაცია #3
